Print this page
პარასკევი, 13 ივლისი 2018 13:50

ენმ: 8 თვეა, გორის მერი კანონს უხეშად არღვევს

Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 16 ივლისს ჩანიშნულ კომისიის სხდომაზე, გორის მერის მიერ კანონდარღვევასა და თანამდებობისთვის შეუთავსებელი ქმედების შესახებ იმსჯელებს.

ფრაქციის წევრებმა უკვე მიმართეს წარმომადგენლობით ორგანოს სამანდატო - საპროცედურო კომისიას საკითხის შესასწავლად.

"კოტე თავზარაშვილი, დღევანდელი მოცემულობით და საჯარო რეესტრის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რომლის ნახვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტის პირველი პირის თანამდებობას იკავებს, ითავსებს შპს “მარინის“დირექტორის თანამდებობასაც. ბატონმა კოტემ განაცხადა, რომ თურმე არ ახსოვდა, რომ სხვა თანამდებობასაც იკავებდა, რაც სამწუხარო ფაქტია. ასევე, განაცხადა ამ ადამიანმა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოახდინა, თუმცა, ფაქტია, მე-8 თვეა ის კანონს უხეშად არღვევს“, - განმარტა ფრაქციის თავმჯდომარე ბექა ქორჩილავამ.

Read 1434 times Last modified on პარასკევი, 13 ივლისი 2018 17:15