Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 14:48

ვალიაური: ხელისუფლებამ კულტურის სააგენტოში კრიზისი მიზანმიმართულად გამოიწვია

Rate this item
(0 votes)

გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლექსო ვალიაურის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები ხელოვნურად შექმნილი კრიზისის მსხვერპლები არიან.

ვალიაურის თქმით, მისი მმართველობის პერიოდში ფინანსური დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ მაინც სამართლებრივი დავის მხარე აღმოჩნდა. მისვე შეფასებით, ეს შერჩევითი სამართალია.

"როდესაც ასე იძულებით ხდება თანამშრომლებზე ზემოქმედების მოხდენა, ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საკრებულოს წარმომადგენლები მუდმივად ითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს აუდიტის დასკვნა, რომელიც ჩატარდა გიორგი ნადიბაიძის მუშაობის დროს. ითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს და ხალხმა გაიგოს რასთან გვქონდა საქმე. არ ხდება ამ დასკვნის გასაჯაროება. ჩნდება გარკვეული ეჭვები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ახდენს ამ კონკრეტული სააგენტოს შიგნით კრიზისის შექმნას და თანამშრომლების უფლებები შეგნებულად ირღვევა“,- განაცხადა ლექსო ვალიაურმა.

Read 1148 times