თამარ ედიშერაშვილი: საქმე გვაქვს შრომის კოდექსის უხეშ დარღვევასთან

ივლისი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ეს შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა“, - ასე გამოეხმაურა ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოში ფინანსური კრიზისის გამო თანამშრომლებს ერთი თვით უხელფასო შვებულებაში გასვლას აიძულებენ.

ედიშერაშვილს მიაჩნია, რომ თანამშრომლებმა ეს გადაწყვეტილება უნდა გააპროტესტონ.

“შრომის კოდექსით, 12 თვეში ერთი თვე არის ანაზღაურებადი. ამ ფაქტით, შრომის კოდექსი უხეშად ირღვევა. ამ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტონ და გაასაჩივრონ. შრომის კოდექსი არის ბევრად მაღლა მდგომი აქტი, ვიდრე ნებისმიერი ბრძანება ან განკარგულება, თუნდაც საკრებულოს განკარგულება, არა თუ რომელიმე თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საერთოდ, მტკიცებულებების გარეშე არ შეძლება საუბარი, თუმცა ბიუჯეტი, წლებია არასწორად იგეგმება. მისი დაგეგმვა და ხარჯვა ამოვარდნილია საბიუჯეტო კოდექსიდან. კარგი იქნება, თუ ზოგადად, ადგილობრივ თვითმმართველობაში ფინანსური აუდიტი ჩატარდება“, - განმარტა ფინანსისტმა, თამარ ედიშერაშვილმა.

Read 844 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი