Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 12:26

ალექსი მარიამიძე: მერს საბჭოს დაკომპლექტების პროცესი დებულებით უნდა განესაზღვრა

Rate this item
(0 votes)

გორის მერის ყოფილი მოადგილე ალექსი მარიამიძე სოციალურ საკითხებში გორის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესს ეხმაურება.

მარიამიძეს მიაჩნია, რომ კონსტანტინე თავზარაშვილს შერჩევის პროცესი დებულებით უნდა განესაზღვრა და ამით უზრუნველყოფილი იქნებოდა საბჭოს საქმიანობის კანონიერების, თანასწორობის, საჯაროობის, მიუკერძოებლობის, კოლეგიალობის და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი პროცესს მეტ გამჭვირვალობას შესძენდა. 

"მაგალითად, მედიით ან მერიის ხელთ არსებული სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ასეთი საბჭოს შექმნის ინიციატივის შესახებ ინფორმაციის წინასწარი გავრცელება, საბჭოს შემადგენლობაში თანამშრომლობის მსურველთა განცხადებების წინასწარი მიღება და ა.შ. 

მნიშვნელოვანი იქნებოდა სოციალური საბჭოს შემადგენლობაში საზოგადოების იმ მცირე ჯგუფებისა და ფენების ავტორიტეტულ პირთა შეყვანა, რომელთა წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოში და არც მერიის საჯარო მოხელეებში არიან საკმარისად წარმოდგენილები,  რათა არ მოხდეს მათი მარგინალიზაცია და არ გაუჩნდეთ საჯარო რესურსების განაწილების არასამართლიანობის შეგრძნება", - აცხადებს გორის მერის ყოფილი მოადგილე.

Read 1602 times Last modified on ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 22:12