Back to Top
ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 11:28

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში წვრთნები ჩაატარეს

Rate this item
(0 votes)

"ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური სწავლებები ჩაატარეს ძარწემის საწვრთნელ ბაზაზე", - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, წვრთნებში ჩართული იყო 1000-მდე სამხედრო და 150 -ზე მეტი საბრძოლო ტექნიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრძოლის წარმოებს წესების შემუშავებას მთაგორიან და ტყიან რელიეფზე.

"საბრძოლო სროლები განხორციელდა T - 72A ტიპის ტანკებიდან და БМП - 2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან. გარდა ამისა, გამოიყენეს ასევე თვითმავალი საარტილერიო დანადგარები - "Акация" და ნაღმსატყორცნები "Сани". სროლები განხორციელდა ავტომატური (АГС-17) და ხელის (РПГ-7) ყუმბარმტყორცნებიდან. ასევე ჩართულნი იყვნენ უპილოტო საფრენი აპარატები", - განაცხადეს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში.

Read 1601 times Last modified on ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 12:32