ახალგორში შესაძლოა ქართულენოვანი ბაღები დაიხუროს

იანვარი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ ახალგორში არსებული ორივე საბავშვო ბაღი, სავარაუდოდ, დაიხურება და მათი აღსაზრდელები სწავლას რუსეთის დაფინანსებით აშენებულ ახალ შენობაში გააგრძელებენ. არსებული ინფორმაციით, პატარები სკოლამდელ განათლებას, ქართულის ნაცვლად, რუსულ და ოსურ ენებზე მიიღებენ. ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო განათლების მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საშტატო განრიგის დადგენა მიმდინარეობს. ელისა გაგლოევას თქმით, საგანგებოდ შერჩეული აღმზრდელების შერჩევისას, მთავარი კრიტერიუმი რუსულისა და ოსური ენების ზედმიწევნით კარგად ცოდნა იყო. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი კი ფიქრობს, რომ ასეთი კატეგორიის პედაგოგების მოძიება დე ფაქტო სამინისტროს გაუჭირდება.



"სექტემბრიდან იყო მათი მხრიდან მცდელობა, რომ ორივე დაეხურათ და რუსულენოვანი ბაგა გახსნილიყო. ვინც არიან იქ აღმზრდელები და თანამშრომლები ბაგა ბაღის, მათ მოსთხოვეს, რომ რუსული და ოსური ენის ცოდნა. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩებოდნენ უმუშევრები. თმცა ვერ განახორციელეს ეს, ორივე ბაგა მუშაობს. ძალიან ძნელად მესახება რუსულენოვანი ბაღის ამუშავება, რადგან არცერთმა ბავშვმა, არც ოსმა, არც ქართველმდა და არც შერეული ოჯახის შვილმა, ქართული ენის გარდა არცერთი ენა არ იცის. პრობლემა იქნება სერიოზული, კონტაქტი ვერ შედგება ბავშვსა და აღმზრდელს შორის", - განუცხადა რადიო "მოზაიკას" ნუგზარ თინიკაშვილმა. 

ახალგორის ნომერ პირველ და მეორე საბავშვო ბაღების 50 აღსაზრდელი სასწავლო პროგრამას ქართულ ენაზე ამ დრომდე გადის. საბავშვო ბაღებამდე ოსური და რუსული ენების წინა პლანზე წამოწევა გასულ წელს, ახალგორის სკოლებშიც მოხდა, რაც მაშინ ოფიციალურმა თბილისმა ქართველ მოსახლეობაზე ზეწოლად და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა.

 

Read 1174 times Last modified on Last modified on იანვარი 10 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი