Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 14:27

ფხვენისის სკოლის დირექტორი მოსწავლის განცხადებას გამოეხმაურა

Rate this item
(0 votes)

"ჩემამადე მსგავსი ინფორმაცია არ მოსულა, არც მშობლის მხრიდან და არც მოსწავლის მხრიდან, ახლაც ძალიან გაკვირვებული ვარ", - ფხვენისის სკოლის დირექტორი ლია ბეშკენაშვილი ერთ-ერთი მოსწავლის მიერ პედაგოგის მხრიდან დისკრიმინაციული ქმედების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 


"მე, ყოველ შეხვედრაზე, ყოველ პედსაბჭოზე, ბულინგთან დაკავშირებით მქონდა საუბრები მასწავლებლებთან. ფილმების ჩვენებებიც მქონდა მაგ თემაზე. ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ყველა მოსწავლე თანასწორუფლებიანია, ყველას ერთნაირად უნდა მოეპყრონ. ახლა კიდევ უფრო მეტად ყურადღებით ვიქნები, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს“, - ამბობს ლია ბეშკენაშვილი.

Read 1619 times