გორის საბავშვო ბაღებში გაგრილების სისტემა არ არის
გორის საბავშვო ბაღებში გაგრილების სისტემა არ არსებობს.
გაგრილების მიზნით, აღმზრდელები იმ ოთახის ფანჯრებსაც აღებენ, სადაც ბავშვები არიან. აღნიშნულის მიუხედავად, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში ფიქრობენ, რომ აღმზრდელები ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვას ახერხებენ.
"მართალია, ფანჯრები მუდმივად ღიაა, მაგრამ სხვანაირად ამ სიცხეში წარმოუდგენელია ოთახებში 35 ბავშვის გაჩერება. თუმცა, მასწავლებლები წუთითაც კი არ ტოვებენ მათ ყურადღების გარეშე. როდესაც სძინავთ ბავშვებს, მაშინაც კი ვიღაც მუდმივად ფანჯარასთან ზის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევა თავიდან ავირიდოთ. შიშის საფუძველი ნამდვილად არ აქვთ მშობლებს, მერწმუნეთ“, - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა