Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:09

დევნილმა მოზარდებმა „მხიარულ სტარტებში“ მიიღეს მონაწილეობა

Rate this item
(0 votes)

ვერხვების დასახლებაში მცხოვრებმა დევნილმა მოზარდებმა „მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობა მიიღეს.


შეჯიბრებაში 9-15 წლამდე ასაკის 40-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 

„მონაწილეობდა 2 გუნდი - „ლომები“ და „არწივები“. გუნდებს შეჯიბრების შემდეგ შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ. ღონისძიების მიზანი, იყო ახალგაზრდების ჩართვა მასობრივ სპორტულ აქტივობებში და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა“, - გვითხრა  ქურთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა თინათინ ჭულუხაძემ


ღონისძიება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

Read 1581 times Last modified on ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 13:58