Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 10:54

იგორ კოჩიევი: უპილოტო საფრენმა აპარატებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

Rate this item
(0 votes)

"სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვართან, ივნისში, დაფიქსირდა უპილოტო აპარატების ფრენები", - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგელბში გამართულ შეხვედრაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განაცხადა.

"ჩვენ შევთანხმდით კოლეგებთან, გაერკვიათ, ვის ეკუთვნის ეს აპარატები. სამხრეთ ოსეთს ისინი არ ჰყავს. ჩვენ ვთვლით, რომ სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ძალიან სერიოზულ ინციდენტს გამოიწვევს", - აცხადებს კოჩიევი.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე ისრაელში წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, ჰერმეს - 450 დაარღვია. 

Read 1849 times