კარალეთის დევნილთა დასახლებაში ფილმს "გრძელი ნათელი დღეები" უჩვენებენ

ივლისი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფილმის ჩვენება დღეს საღამოს, 21:00 საათზეა დაგეგმილი.

ღონისძება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტის ,,კინო სკოლაში“ფარგლებში მოეწყობა. ორგანიზების იდეა კი, გორის კულტურის განვითარების სააგენტოს ეკუთვნის. ჩვენების შემდეგ დაგეგმილია დისკუსიაც.

"კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია და მე ვთხოვ ყველა მსურველს, მოვიდეს და დაესწროს. ჩვენ მათ სასიამოვნო საღამოს ვპირდებით. ფილმის შემდეგ ვგეგმავთ დისკუსიას, სადაც მაყურებელს საკუთარი შთაბეჭდილებების ხმამაღლა გამოხატვის საშუალება ექნება“, - გვითხრეს ტურიზმის სააგენტოში.

ფილმი ნანა ექვთიმიშვილმა გადაიღო. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

Read 1723 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი