Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 ივლისი 2018 17:19

ეკატერინე სუხიშვილი: მერიის პიარის საკითხი მე არ მეხება

Rate this item
(0 votes)

გორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის განცხადებით, არ იცის რა თანხაა გამოყოფილი მერიაში PR -ის კამპანიისთვის.

ეკატერინე სუხიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ რა პრინციპით ირჩევს ადგილობრივი ხელისუფლება მედიასაშუალებებს, რომლებთანაც მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებს. 

“გორის მერიას აქვს PR - ის განყოფილება და მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის საკითხს მისი წარმომადგენლები აგვარებენ. შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ მათ და გაგცემენ პასუხს. მე არ ვარ ამ საკითხზე იმდენად ინფორმირებული, რომ ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ეს სფერო არის გელა კაპანაძის დაქვემდებარებაში და ის ბევრად უკეთესად გიპასუხებთ", - განაცხადა გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილმა.

Read 2000 times