ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტში 131 ათასი რუბლი გადაიხადეს

ივლისი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"2018 წლის ივნისში, ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა 73 ადამიანი დააკავეს", -  ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ დაკავებულებმა, ჯარიმის სახით, თვითაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტში 131 500 რუბლი შეიტანეს.

"წინა თვესთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა. 45 ადამიანი დაჯარიმდა, 16 ქვეყნიდან გააძევეს, 4 გაათავისუფლეს სასჯელის გარეშე, ხოლო ექვსმა გაფრთხილება მიიღო", - აცხადებენ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

Read 758 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი