მიმართვა გორის მუნიციპალიტეტის მერს

იანვარი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მოსახლეობის ნაწილი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე მიმართვას ავრცელებს. რადიო "მოზაიკა" მათ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

 

"2018 წლის 8 იანვარს, გაიმართა შეხვედრა ქალაქის მერსა და ბუნებრივი აირის 2017 წლის დეკემბრის თვეში გაზრდილი გადასახადით უკმაყოფილო მოსახლეობას შორის.შეხვედრაზე გაჟღერდა მოქალაქეების უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზები, რომელთა ნაწილის მოგვარების პასუხისმგებლობა თქვენ აიღეთ საკუთარ თავზე. საუბარია შემდეგ სამ ძირითად საკითხზე.


1. აღნიშნულ პრობლემას უნდა მიეცეს გაცილებით ფართომასშტაბიანი ხასიათი, ვინაიდან გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის თავს კომპანია “სოკარ”-ის მიერ მოტყუებულად და დაზარალებულად; შესაბამისად, ის განცხადებები,რომელიც შეადგინა “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა” ვერ იქნება მიწოდებული ყველა უკმაყოფილო მოქალაქემდე. ამგვარად, შემოწმებები უნდა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.


2. ჩვენ,აგრეთვე, მოვითხოვთ: იქამდე, ვიდრე პრობლემა მიიღებს მასშტაბურ ხასიათს, მოსახლეობის იმ ნაწილს,რომელმაც დაწერა განცხადებები “სემეკ”-ში, არ შეუწყდებათ ბუნებრივი აირით მომარაგება კომპანია “სოკარ”-ის მიერ დათქმულ ვადაში იქამდე,ვიდრე არ დასრულდება აღნიშნული საკითხის მოკვლევა/გამოძიება, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაშიც კი.


3. მეორე პუნქტში აღნიშნული მოსახლეობის ნაწილს აგრეთვე აღელვებს კომპანია “სოკარ”-ის მიერ დაწესებული წესი, რომლის შესაბამისადაც, აბონენტებს დაეკისრებათ მრიცხველის შემოწმების საფასური 35 ლარის ოდენობით, თუკი მათი ეჭვები არ გამართლდება მოკვლევა/გამოძიების შედეგად.
აღნიშნულ სამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ გააჟღერეთ დაპირება, რომ სამივე საკითხზე ინტენსიურ მუშაობას დაიწყებდით და, რომ პუნქტ (2)-ის და პუნქტ (3)-ის მოგვარებას მაქსიმალურად შეეცდებოდით.


თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 9 იანვარს დაიდო განცხადება იმის შესახებ,რომ მოსახლეობის იმ ნაწილს,რომლის ეჭვიც ვერ დამტკიცდება , მაინც დაეკისრებათ მრიცხველის შემოწმების საფასური 35 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა განცხადებამ ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მოქალაქეებში და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის ბიუროკრატიული ხერხებით ძარცვა! მუნიციპალიტეტის მერიამ, გამგეობამ და საკრებულომ დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ საკითხების მოსაგვარებლად, დაიწყოს მოლაპარაკებების წარმოება, ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით,რომელიც, ჩვეულებრივ, ეკისრებათ ხოლმე მათ,ვინც ითხოვს მრიცხველის შემოწმებას. ჩვენს განცხადებებში კი, მოსახლეობა მოვითხოვთ ორმაგად და სამმაგად გაზრდილი გადასახადების გამომწვევი მიზეზების დადგენას!


ჩვენ მოგიწოდებთ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას უახლოეს სამუშაო დღეებში, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი შესაძლოა დარჩეს ბუნებრივი აირის მიწოდების გარეშე.

პატივისცემით, გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა."

Read 1803 times Last modified on Last modified on იანვარი 10 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი