Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 07 ივლისი 2018 14:22

ცხინვალიდან დევნილი: ჰოლანდიელი ჟურნალისტი გორის ცენტრში ჩემ თვალწინ დაიღუპა

Rate this item
(0 votes)

ცხინვალიდან დევნილმა ფიქრია მარუაშვილმა 2008 წლის საომარი მოქმედებები გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა“ გაიხსენა

ამბობს, რომ 12 აგვისტოს, სოფელ აჩაბეთიდან გორში ჩამოსვლის შემდეგ, კასეტური ბომბის აფეთქებისას სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. 

"ხეობაში 27 წელი ვიცხოვრე, რა აღარ მინახავს: დასახიჩრებული გვამები, დაჭრილი ადამიანები. მაგრამ, 2008 წლის 12 აგვისტოს, ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წუთები გავიარე. დედა კ/თ ,,გამარჯვებასთან“ მდებარე გაჩერებაზე რამდენიმე წუთით დავტოვე და გამგეობასთან რაღაცაზე გავედი. ამ დროს ჰოლანდიელი ჟურნალისტები ორ შეჯახებულ მანქანასთან იდგნენ და იღებდნენ.  იქვე მდგომმა ერთ-ერთმა ქართველმა მკითხა, სიგარეტს თუ იყიდდა სადმე. მე შემოვბრუნდი, მიმდებარე ტერიტორიას გადავავლე თვალი, სად შეიძლებოდა ის მისულიყო.

სწორედ ამ დროს მომენტალურად დაბნელდა, წამიერად ისევ განათდა და ზემოთ რომ ავიხედე, ნამსხვრევებს გროვა ავარდა. შემდეგ ისევ ჩამოცვივდა და ვიგრძენი სახეზე რაღაცეები შემეყარა. ჩამოვისვი ხელი დავხედე რომ სისხლი მდიოდა. ხელში დავიჭერი, ფეხზეც მქონდა ჭრილობა. თუმცა გადაადგილება მაინც შემეძლო და როდესაც ცოტა გონზე, მოვედი დედის მოსაძებნად გავეშურე.

ამ დროს სისხლის გუბეში დავინახე ჰოლანდიელი ჟურნალისტი და კიდევ რამდენიმე გვამი. დაჭრილები.. შევძელი და წავედი დედისკენ, რომელსაც თურმე ცოცხალი აღარ ვეგონე. თვითონ ის კი გაჩერებიდან ჩამოცვენილ მინისა და აფეთქებული ბომბის ნამსხვრევებს შემთხვევით გადაურჩა. გვიან გავაცნობიერე, რომ ეს რეალობა იყო. 10 წლის გასვლის მიუხედავად, ეს ამბავი დღემდე მრჩება გონებაში და მიღებულ სტრესს ამ დრომდე ვერ ვიშორებ“, - ამბობს ფიქრია მარუაშვილი.

Read 2159 times Last modified on შაბათი, 07 ივლისი 2018 14:29