Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 06 ივლისი 2018 14:36

ერედვიდან დევნილ ოჯახს მერიამ დროებითი საცხოვრებელი გამოუყო

Rate this item
(0 votes)

ღაბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს სოციალურად დაუცველთათვის აშენებულ კორპუსში  ერთ ოთახს გამოუყოფენ.

აღნიშნული ფართი ღაბაშიძეებს გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა შესთავაზა. ისინი იქ მინიმუმ ერთი თვე იქნებიან.

„დროებით შემოგვიყვანეს ამ ფართში იმ დაპირებით, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენი მდგომარეობის მოკვლევა უნდა მოხდეს, შემდეგ კი დაკმაყოფილება. ასეთი შეთანხმება მოხდა დევნილთა სამინისტროსთან. ეს ფართი 5 სულისთვის არასაკმარისია, მაგრამ ღამის გათევას შევძლებთ. უიმედოდ ვარ, მაგრამ მჯერა პრემიერ მინისტრის, ვიცი მივაწვდენ ხმას და შუამდგომლობას გაგვიწევს დევნილთა სამინისტროსთან", - გვითხრა ქეთევან ღამბაშიძემ.

 

Read 1083 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 17:47