Back to Top
ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 15:34

ერედვიდან დევნილი: მითხარით, სად დავაძინო მცირეწლოვანი ბავშვები

Rate this item
(0 votes)

ერედვიდან დევნილი ქეთევან ღამბაშიძის საყოფაცხოვრებო ნივთებს, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გამოაქვთ.

 მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. თავად ქეთევან ღამბაშიძე, რომელსაც შენობაში არ უშვებენ აცხადებს, აცხადებს რომ მის ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მისივე თქმით, მათ ღამის გასათევი არ აქვთ.

,,ჩემი შვილიშვილები დევნილობაში დაიბადნენ, მეზობლებთან გაიზარდნენ და ახლაც ქუჩაში აგდებს ჩვენივე ხელისუფლება. მირჩიეთ, სად დავაძინო ამაღამ ბავშვები, დასარჩენი არსად გვაქვს. დევნილობაში, შაუმიანის დასახლებაში მოგვცეს რაღაც ფართი, მაგრამ წავიდნენ და თვითონ იცხოვრონ იმ პირობებში, აბა თუ გაძლებენ. ჩვენ მართლა ცხოველებივით გვეპყრობიან, თითქოს ყველაფრის ამტანები ვართ. რომელი ჩინოვნიკი გაუშვებს თავის შვილს ისეთ პირობებში საცხოვრებლად, როგორც შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ჩვენ გვთავაზობენ", - აცხადებს ქეთევან ღამბაშიძე.

Read 1068 times Last modified on ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 18:05