Back to Top
ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 15:21

ერედვიდან დევნილი: მოვითხოვ სამინისტრომ ხელახლა გადაანაწილოს ბინები, სამართლიანად

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში კომბინატის დასახლებაში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებთან ერედვიდან დევნილი ქეთევან ღამბაშიძე ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს.

ის დევნილთა სამინისტროსგან ბინების ხელახლა გადანაწილებას მოითხოვს. ამბობს, რომ ადგილნაცვალი პირების შესარჩევად სპეციალური კომისია უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებით არ იქნება დაკომპლექტებული. 


"ეს ბინა ჯერ არავისთვისაა გადაცემული, ალბათ ვინმე  ნაცნობისთვის ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ოჯახისთვისაა გამზადებული და მე მასახლებენ აქედან. მოვითხოვ ახლიდან მოხდეს ამ ბინების გადანაწილება ახალი კომისიის მიერ, სადაც ყველაფერი სამართლიანად მოხდება. მივმართავ ყველა უფლებადამცველს, დაინტერესდნენ, რა პრინციპით და ვისზე გაიცა ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში ბინები. მივმართავ ასევე ყველა პოლიტიკოსს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, დამიდგნენ გვერდით, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში ნაცნობობით ცხოვრების მოწყობა", - ამბობს ქეთევან ღამბაშიძე,რომელიც ორი კვირის წინ თვითნებურად შეიჭრა აღნიშნულ ფართში.

დღეს დილით კი მისი რძალი და შვილიშვილები პოლიციამ შენობაში აღარ შეუშვა.

Read 1221 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 00:17