გორელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილი ხორვატიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
გიორგიმ შეჯიბრება პოლონელი სოლტის ბარტოშის ძლევით (10:0) დაიწყო, მეოთხედფინალში მან თურქი ჰალილ გოკდენიზი დაამარცხა 6:4, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელიშან ამირლისთან დამარცხდა 2:8. უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება კი გეგელაშვილმა ირანელ მეჰდი მერდადთან გამართა და 4:2 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგისთვის ეს დიდ შეჯიბრებაზე მორიგი დიდი წარმატებაა. ის აქამდე ევროპის ჩემპიონიც გახდა, პრიზიორიც და მსოფლიოს ვიცე – ჩემპიონიც.
იგი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის აღზრდილია. მისი პირადი მწვრთნელი მერაბ მუზაშვილია.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა