ენმ: შინდისში, დაღუპულთა სახელობის სკვერის მოწყობაზე გორის მერმა უარი განაცხადა

ივლისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ შინდისში 2008 წელს დაღუპულ გმირთა სახელობის პარკის მოსაწყობად გორის მუნიციპალიტეტის მერმა უარი განაცხადა.

 

ამ ინფორმაციას საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ბექა ქორჩილავა აქვეყნებს. სოციალურ ქსელში ის მერიიდან მიღებულ პასუხსაც ავრცელებს, რომლის მიხედვით, მიმდინარე წელს ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტში თანხები გამოყოფილი არ აქვს, მომავალი წლისთვის კი შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს.

ბექა ქორჩილავა რადიო ,,მოზაიკასთან" საუბარში ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ამ ინიციატივის წარდგენას პროექტის სახით აპირებს.

,,გორის მერმა უარი გვითხრა, სოფელ შინდისში დაღუპულ გმირთა სახელობის სკვერის მოწყობაზე, ბიუჯეტში თანხების არარსებობის გამო. მაშინ, როდესაც პირადი კომფორტის მოსაწყობად ყოველთვის აქვთ თანხები. ნაკადის მომწესრიგებელი, მრჩეველი, მდივანი, მოადგილე აღარ იკმარა, ახლა ირემონტებს ისედაც ახლად აშენებულ კაბინეტს, თურმე კაბინეტიდან ხმა გამოდის. ერთ თეთრს ვერ იმეტებენ ეროვნული საქმის გასაკეთებლად და ჩვენი გმირი მებრძოლების სახელის უკვდავსაყოფად", - წერს ქორჩილავა.

Read 1365 times Last modified on Last modified on ივლისი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი