ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს მოადგილეობას სთავაზობენ

იანვარი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოადგილეობას ქეთი დვალიშვილს სთავაზობს, - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკასთან“ ორივე მხარემ დაადასტურა. ლია კოვზიაშვილის განცხადებით, ახალ გაერთიანებაში საკადრო ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება, თუმცა წლის სამუშაო გეგმა უკვე შედგენილი აქვს.


,,მე შევთავაზე ქალაქის ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ქეთი დვალიშვილს, მერთან შეთანხმებით, ჩემი მოადგილეობა, რაზეც თანხმობა მივიღე. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა ეფექტური იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის და ჩვენი აღსაზრდელებისთვის“, - ამბობს ლია კოვზიაშვილი.


ქეთი დვალიშვილი კი რადიო ,,მოზაიკასთან“ შემოთავაზებაზე თანხმობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ფიქრის პროცესშია.


,,საინტერესოა, რა კომპეტენტურობით შეირჩა ახალი ხელმძღვანელი. ეს ალბათ თავზარაშვილს უნდა ჰკითხოთ. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნაც და მოხსნაც მისი პრეროგატივაა. ჯერ არ მოსულა დირექტორი, ოფიციალურად არ გამოცხადებულა და შესაბამისად, თანამშრომლებიც არ აყვანილა".


რა პრინციპით არჩევს გორის მერი ოპტიმიზაციის შედეგად გაერთიანებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს, - რადიო ,,მოზაიკა“ ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას დილიდან ცდილობს, თუმცა ამ დრომდე კონტაქტზე არც გორის მუნიციპალიტეტის მერი და არც მისი პრესსამსახური გამოდის.

Read 2047 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი