დე ფაქტო უწყება: ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია თბილისს პოლიტიკური დივიდენდებისთვის სჭირდება

ივლისი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისის მიერ სანქცირებისთვის ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის მიღება ცინიზმი და უპასუხისმგებლობაა.

 

დე ფაქტო სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი გამოიყენოს პოპულისტური ინტერესებისათვის.


“საქართველოში პერმანენტულად არსებული არასტაბილური შიდაპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა, მივდივართ დასკვნამდე, რომ თბილისმა გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, რაც მოქმედი ხელისუფლების პოპულისტურ ინტერესებს ემსახურება“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე განცხადებით, საქართველოდან, 1989 წლიდან 1992 წლის ჩათვლით,  ასი ათასზე მეტი ოსი განდევნა და  ამგვარი ქმედებები აშკარა ცინიზმია.

ამ სიის გამოჩენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოფიციალური თბილისის უპასუხისმგებლო ქმედებებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინაშე საკუთარი დანაშაულის გააზრების შიშს. უდავოა, რომ ამგვარი სასანქციო ქმედებები პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ატმოსფეროზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში იმუქრებიან, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ საქართველოს განსაზღვრული კატეგორიის მოქალაქეების მიმართ. 

Read 644 times Last modified on Last modified on ივლისი 03 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი