ავარიას ატენის ხეობაში შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მძღოლი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს გორის პოლიციის თანამშრომლები იკვლევენ. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს