ყველა ბავშვობიდან მოვდივართ - გორში კონცერტი გაიმართა

ივლისი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,ყველა ბავშვობიდან მოვდივართ“ ამ სახლწოდებით გამართა კონცერტი ანსამბლმა ,,ფანტაზია“ გორის კულტურის ცენტრში.

მოზარდებმა ექსკლუზიური რეპერტუარი წარმოადგინეს, რომელიც ღონისძიებისთვის სპეციალურად მომზადდა.

კონცერტი გაფორმებული იყო  გორის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის მიერ. საღამო ზღაპრის გმირებმა წაიყვანეს.

,,ეს იყო რიგითი, მხიარული კონცერტი, რომელიც გორელი პატარებისთვის გავმართეთ. გვინდოდა კიდევ ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა მათთვის. ღონისძების თოჯინებით გაფორმება ექსპრომტად გადაწყდა და ვფიქრობ, მათმა სცენაზე გამოჩენამ მაყურებელი კიდევ უფრო გაახარა. მაკა წკრიალაშვილის, სოფო ნარიაშვილისა და ანა ჭონიშვილის გახმოვანებით, კონცერტი ზღაპრის გმირებმა წაიყვანეს. ქორეოგრაფიული ნომრები კი ბოჟენა ტიტოვას დახმარებით მომზადდა“, - გვითხრა ანსამბლ ,,ფანტაზიას ხელმძღვანელმა ნანა პავლიაშვილმა.

ანსამბლი ,,ფანტაზია“ სექტებრის ბოლოს კლიპის პრეზენტაციასაც გეგმავს, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.

Read 1104 times Last modified on Last modified on ივლისი 01 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი