გორში „მოძრავი მუზეუმი – 1918–1921“ გაიხსნება

ივნისი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის” მიერ 1–ელ ივლისს, ქალაქ გორის საკათედრო ტაძართან არსებულ სულიერი განათლებისა და კულტურის ცენტრში “მოძრავი მუზეუმი – 1918–1921” გაიხსნება.

სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები და ფოტომალასა მნახველს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ სოციალურ ცხოვრებაზე, დიპლომატიაზე, ეკონომიკაზე, არჩევნებსა და, მათ შორის, ოკუპაციაზე მიაწვდის ცნობებს.

იდეის ერთ–ერთი თანაავტორი და “ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის” წევრი ალექსანდრე ბიძინაშვილი ამბობს, რომ მომდევნო ეტაპზე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში შიდა ქართლის მასშტაბითაც (კასპი, ხაშური, ქარელი და სხვა) აპირებენ აქტივობის განხორციელებას.

“პროექტის განხორციელების შედეგად, სკოლის მოსწავლეებში გაიზრდება დაინტერესება კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით და, ამასთანავე, ისინი გაიღრმავებენ ფაქტობრივ ცოდნას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. “ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია” მადლიერებას გამოთქვამს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ტექნიკური და შინაარსობრივი მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა იდეის მეორე თანაავტორმა, გურამ ჯაჯანიძემ.

 

Read 1320 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი