Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018 15:33

ე.წ სამხრეთ ოსეთი საქართველოს მთავრობის საპასუხოდ „სასანქციო სიას“ ამზადებს

Rate this item
(0 votes)

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრის, პეტრე გასიევის განცხადებით, სეპარატისტული რეჟიმი ასევე ამზადებს საპასუხო სიას სანქციებისთვის.

„პარლამენტში უკვე დიდი ხანია შემუშავებულია კანონპროექტი, სამხრეთ ოსეთის სია, რომელსაც პირობითად „გრიგორი სანაკოევის სია“ ჰქვია, რომელიც ქართველებმა 1992 წელს სასტიკად მოკლეს. ეს კანონი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება მიღებული. მასში მოხვდებიან საქართველოს, ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში გენოციდში იღებდნენ მონაწილეობას“, - აღნიშნა ე.წ. დეპუტატმა. 

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთში უკვე მიეჩვნიენ საქართველოს ხელისუფლების აბსურდულ ქმედებებს“.

„მხარე, რომელმაც ორჯერ განახორციელა ოსი ხალხის გენოციდი, ამგვარ სიებს იღებს. ეს აბსოლუტურად მათი სტილია“, - დასძინა მან. 

საქართველომ მთავრობამ  გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელიც 33 პირისგან შედგება. 

Read 1418 times