ოკუპირებული ცხინვალი: ბოლშევიკებმა აღმოსავლეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოს უკანონოდ გადასცეს

ივნისი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ბოლშევიკების მიერ საქართველოსთვის აღმოსავლეთ ოსეთის ტერიტორიების გადაცემა უკანონოა და ანექსიად განიხილება", – ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში“ განაცხადეს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც სამხრეთ ოსეთის საზღვრებს მიღმა იყო, ქართული ექსპანსიის ადვილი ნადავლი გახდა.

„აუცილებელია საუბარი საბჭოთა საქართველოს მიერ აღმოსავლეთ ოსეთის ანექსიაზე, რომელიც თრუსოს და კობის ხეობებს მოიცავს. ოსეთის საზღვრებს მიღმა ოსების კომპაქტური დასახლება საქართველოს დუშეთის რაიონშიც იყო“,  – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქქმეთა სამინისტროში.

დე ფაქტო უწყებაში მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ ოსეთიდან წასული ოსებისთვის სამშობლო მიუღწეველი საზღვარგარეთია და მოსახლეობას ჩამორთმეული აქვს საკუთრების უფლება, შეზღუდული აქვს გადაადგილება და რელიგიური რიტუალების შესრულების შესაძლებლობა.

Read 967 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი