კობახიძე: სტალინის სკვერში კასკადური შადრევანი რამდენიმე დღეში ჩაირთვება

ივნისი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სტალინის სკვერში არსებული კასკადური შადრევანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩაირთვება, ამის შესახებ გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა რადიო „მოზაიკასთან“ საუბარში განაცხადა.

მისი განმარტებით, ქალაქში არსებული სხვა ყველა შადრევანი მოწესრიგებულია.

„ ყველა შადრევანი მუშაობს, ეს არის- ახალბაღის, სტალინის სკვერის, თეატრის სკვერის და „შიოს წყარო“. აქამდე შადრევნები არ ირთვებოდა, იმიტომ რომ ცუდი ამინდები იყო. სადღესასწაულო დღეებში, მაგალითად 26 მაისსა და 1 ივნისს ჩავრთეთ, შემდეგ გამოვრთეთ და ახლა უკვე ყველა ჩართულია. რაც შეეხება სტალინის სკვერში არსებულ კასკადურ შადრევანს, რამდენიმე დღეში დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, მონტაჟდება განათებები და მალე კიდევ ერთი ლამაზი შადრევანი გვექნება.“ - აღნიშნა გივი კობახიძემ.

Read 1297 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი