Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 26 ივნისი 2018 20:40

ბიჭაშვილი: გორის მერმა არ მიპასუხა, რა ზომები მიიღო იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც სარალიძე არაეთიკურად მოიხსენიეს

Rate this item
(0 votes)

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გორის მერის ლაივსტრიმი, სადაც სოციალური ქსელის მეშვეობით, კონსტანტინე თავზარაშვილი  მოქალაქეთა შეკითხვებს პასუხობდა. 

კითხვის ავტორთა შორის იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი გორში ლადო ბიჭაშვილი, რომელმაც გორის მერს ორი კვირის წინ გაკეთებული განცხადება გაახსენა. ის დაინტერესდა, თუ რა ღონისძიებები გაატარა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სოციალურ ქსელში მამა-შვილ სარალიზეებს აკრიტიკებდნენ და მათ არაეთიკური სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ბიჭაშვილი ამბობს, რომ მერმა აღნიშნულ შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხი არ გასცა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. 

,,ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც სამოქალაქო აქტივისტები შეხვდნენ გორის მერს, შეხვედრაზე განიხილებდა მისი თანამშრომლების მხრიდან სოციალურ ქსელში არეთიკური კომენტარები მოკლული დავით სარალიძის და მისი მამის ზაზა სარალიძის მიმართ. გორის მერმა განცხადა, რომ ამ საკითხზე ადამინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით არც მედიამ და არც მოქლაქეებმა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს. კითხვაზე ბატონმა მერმა არ მიპასუხა ამომწურავად. მან თქვა, რომ საქმე განიხილეს და გადაწყვეტილებას უმოკლოს დროში გამოაცხდებენ. თუ საქმე განიხილეს და საკითხი შესწავლილია, შეეძლო მას ეთქვა, თუ რა დისციპლინარული პასუხიმგებლობა დააკისრა მის ორ თანაშრომელს, თუმცა ეს ართქვა. რაც აჩენს კითხვებს საერთოდ შეისწავლეს თუ არა ეს საქმე მერიაში"-უთხრა რადიო ,,მოზაიკას" ლადო ბიჭაშვილმა. 

 

Read 2036 times