ატენის ხეობაში ახალგაზრდების გასვლითი ღონისძიებისას მძღოლი დაიღუპა

ივნისი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მძღოლი სამუშაო გასვლისას გარდაიცვალა. 

 ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცი გულის შეტევით დაიღუპა. 

"ჟურნალისტიკის სექტორის ბავშვები სამუშაო მიზნით ატენში მიგვყვავდა. მასტერკლასი უნდა ჩაგვეტარებინა და გვესწავლებინა, როგორ უნდა გადაიღონ ესა თუ ის ამბავი. მარშუტკა გავაჩერეთ და ფეხით გავაგრძელეთ გზა. ადგილამდე სულ ცოტაღა გვქონდა დარჩენილი, რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და დაიღუპა", - გვითხრა ცენტრის წარმომადგენელმა. 

ბავშვები და ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები გამოიძახეს. 

Read 7469 times Last modified on Last modified on ივნისი 23 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი