2018 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 43 მილიონამდე გაიზარდა
მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი საკუთარი შემოსულობებით, 39 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, თუმცა ხარჯვით ნაწილში, გასული წელს შემორჩენილი ნაშთის დამატებით, ის 43 მილიონ ლარს აჭარბებს.
აღნიშნული ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტი ყველაზე დიდი თანხით არის წარმოდგენილი, ვიდრე ბოლო 5 წლის განმავლობაში ცალ-ცალკე არსებული ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების ერთად აღებული ბიუჯეტი.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით, 2017 წელს მმართველი გუნდი თანხების დაზოგვას აანონსდებდა, თუმცა გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში რიგ სამსახურებსა და ორგანიზაციებზე დაფინანსება შემცირების ნაცვლად გაიზარდა.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა