Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 22 ივნისი 2018 14:32

გორის მერი: სამსახურის კომპიუტერებში Facebook და გასართობი საიტები დაბლოკილი გვაქვს

Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მერიაში არსებულ კომპიუტერებში, პიარის სამსახურის გარდა, ფეისბუქი ყველგან დაბლოკილია.

საჯარო მოხელეებს კი, მისი თქმით, 10-დან 6 საათამდე პოსტების გამოქვეყნება და კომენტარების დაწერა მობილური ტელეფონებითაც შეზღუდული აქვთ. 


,,მერის თანამდებობაზე მოსვლის დღიდან შევუთანხმდი თანამშრომლებს, რომ სამსახურში Facebookარ უნდა გამოეყენებინათ. ზოგმა დაარღვია პირობა, ზოგმა დაიცვა წესი. შემდეგ კი, გადავწყვიტეთ საერთოდ დაგვებლოკა გასართობი საიტები, მათ შორის ფეისბუქი. პირობას ვერ დაარღვევენ, სადმე თუ შევნიშნეთ სოციალური ქსელის გამოყენების ფაქტი, პასუხს ტექნიკურ სამსახურს მოვთხოვთ“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ამბავზე, ზაზა სარალიძის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციების ქვეშ, მერიის თანამშრომლები სწორედ სამუშაო საათებში წერდნენ კომენტარებს.

Read 2665 times Last modified on პარასკევი, 22 ივნისი 2018 15:04