Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 22 ივნისი 2018 09:38

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი გაათავისუფლა

Rate this item
(0 votes)

რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი გათავისუფლებულია.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გათავისუფლების სანაცვლოდ, 2000 რუსული რუბლი გადაიხადეს.

27 წლის გოჩა ბერიანიძე და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი ქართულ მხარეს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.

გათავისუფლებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხეს.

ჯავახიშვილი და ბერიანიძე სოფლის სალოცავთან 20 ივნისს დააკავეს რუსმა სამხედროებმა.

 

Read 1325 times Last modified on პარასკევი, 22 ივნისი 2018 09:48