გორის გვირაბის ერთ მხარეს, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება
25 ივნისიდან გორის გვირაბის ერთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88–ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
ხოლო, 2018 წლის 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
Latest from რადიო მოზაიკა
- სოფელ ბერშუეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
- კოვზიაშვილი: გორის ბაღებში ჩუტყვავილას გარდა, სხვა ინფექციური დაავადება არ გამოვლენილა
- გორის სასამართლომ მოქალაქე მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დააჯარიმა
- ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ჩაანაცვლებს
- საქართველოს თასის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ადგილი სამმა სპორტსმენმა მოიპოვა