დაკავებულის ოჯახი: გვითხარით, სად გადავრიცხოთ ჯარიმის თანხა ბიჭების გასათავისუფლებლად

ივნისი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ ბერშუეთიდან ორი ადგილობრივის დაკავებას ოჯახის წევრები ეხმაურებიან.

მათი განმარტებით, ამ დრომდე მათთან მხოლოდ ქართველი სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

ოჯახის წევრებმა მხოლოდ ის იციან, რომ ეკლესიასთან სოფლის რამდენიმე მკვიდრი იყო შეკრებილი და რუსმა ჯარისკაცებმა ორი მათგანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ერთი-ერთი დაკავებულის, 27 წლის გოჩა ბერიანიძის დედა მისი შვილის კონკრეტული ადგილსამყოფელის და ჯარიმის გადახდის საშუალებებზე ინფორმაციის მიღებას ითხოვს.

„გვიან ღამემდე ეკლესიასთან ბიჭები ქეიფობდნენ, სადაც გადმოვიდნენ რუსები და ჩემი შვილი, კიდევ ერთ თანასოფლელთან ერთად, მეორე მხარეს გადაიყვანეს. დანარჩენები მთვრალები ყოფილან და რუსების გამოჩენისას მიმოიფანტნენ. გვითხარით, ვის უნდა დავუკავშირდეთ და სად უნდა გადავრიცხოთ ის ჯარიმა? ჩვენთან ამ დრომდე პოლიციელების მეტი არავინ გამოჩენილა. მათაც მხოლოდ მომხდარის შესახებ შეგვატყობინეს“, -ამბობს დაკავებულის დედა, მანანა ბერიანიძე. 

შეგახსენებთ, რომ გატაცებულები არიან 27 წლის გოჩა ბერიანიძე და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი. ორივე მათგანი ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. 

Read 1141 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი