Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018 10:46

გიორგი გახარია: საოკუპაციო ხაზთან მობილური ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება

Rate this item
(0 votes)

"საოკუპაციო ხაზთან მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა იგეგმება",  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. 



მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულებით დეტალური გეგმები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.



“საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით გეგმები გვაქვს, მაგრამ აქ ძირითადი კომპონენტი არის ტექნოლოგიური ნაწილის განვითარება სხვადასხვა ფორმებით, ეს უნდა იყოს კამერების ნაწილი და მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს პერიოდში უფრო კონკრეტულ მონაცემებს და გეგმებს მოგაწვდით“, - მიმართა დეპუტატებს გახარიამ.

Read 1974 times Last modified on ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018 15:09