ოკუპანტები სოფელ ახალუბნის მკვიდრს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ

ივნისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მიხეილ პეტრემღვდლიშვილის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები დღეს ელოდებიან. გატაცებულის შვილის, თორნიკე პეტრემღვდლიშვილის ინფორმაციით, მათ ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა 2500 რუბლის ოდენობით, დღეს გადაიხადეს.


სოფელ ახალუბნის მკვიდრი, 58 წლის მიხეილ პეტრემღვდლიშვილი 16 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ორ თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა. თანასოფლელების განცხადებით, დაკავების დროს პეტრემღვდლიშვილი ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს

Read 1078 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი