ნათია შათირაშვილი: ვნახე არაერთი ჩაჭრილი მოსწავლე დევნილთა დასახლებებში

ივნისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ევროპული განათლების აკადემია ,,ბიდისი“ საატესტატო გამოცდების შედეგებს ეხმაურება.

გორის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია შათირაშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა მოწყვლად ჯგუფებში განსაკუთრებით შესამჩნევია. განათლების ცენტრის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის კუთხით, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მართებს, თავის მხრივ "ბიდისი" აკადემიის გორის ფილიალი კი უკმაყოფილო მოსწავლეებს სწავლის გასაგრძელებლად და მისი დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მათთან მიმართვას ურჩევს. 


,,ჩვენ გვქონდა ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა დასახლებებში ახალგაზრდებთან შეხვედრა. ვნახეთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩაჭრილი მოსწავლე, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საატესტატო გამოცდები. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ის არის, რომ ეს ბავშვები რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდნენ სხვადასხვა საგანში. ვფიქრობ, სერიოზული პრობლემაა, რადგან ამდენი ჩაჭრილი მოსწავლე გასულ წლებში არ გვახსოვს. აუცილებლად სერიოზული ზომებია გასატარებელი, რომ მოსწავლეს სკოლის დასრულების შემდეგ ელემენტარული ატესტატის გარეშე მაინც არ მოუწიოს დარჩენა. ეს არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი.
ატესტატის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს "ბიდისი" აკადემიაში მივიღებთ, სადაც მათ საშუალება ექნებათ მოკლევადიანი, 4-5 თვიანი სასერტიფიკატო კურსი გაიარონ, ან გრძელვადიანი, ერთწლიანი პროგრამის გავლის შედეგად, პროფესიული მიმართულებით დიპლომი მიიღონ“, - განმარტავს ევროპული განათლების აკადემია ,,ბიდისის“-გორის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია შათირაშვილი.

Read 957 times Last modified on Last modified on ივნისი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი