ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დევნილი შშმ პირები მოინახულა

ივნისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზვიად მინდიაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ნუგზარ კახნიაშვილმა, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარაშენიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - პავლე მინდიაშვილი და ზემფირა სიუკაევა მოინახულეს და მათ სამოძრაო ეტლები პირადად გადასცეს.


„ჩვენ მაქსიმარულად ვცდილობთ მსგავსი საჭიროებების მქონე ადამიანებს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოვუგვაროთ, რომ ელემენტარულად ეზოში გასვლის საშუალება ჰქონდეთ, ნებისმიერ მოქალაქეს რომელიც საჭიროებს ეტლით უზრუნველყოფას შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი გამგეობაში და ჩვენ აუცილებლად დავაკმაყოფილებთ მას“, - განაცხადა ზვიად მინდიაშვილმა

Read 1147 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი