ზაზა სარალიძე მერის თანაშემწეზე: ბოდიშის მოხდა საქმეს არ შველის

ივნისი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ბოდიშის მოხდა საქმეს არ შველის, პროკურატურამ გორის მერის თანაშემწე უნდა დაკითხოს", - ეს განცხადება რადიო ,,მოზაიკასთან“ საუბრისას ზაზა სარალიძემ გააკეთა.

მოკლული მოზარდის მამა განმარტავს, რომ კახა ბლიაძის მიმართ სათანადო რეაგირება გორის მერს აქამდეც უნდა მოეხდინა, მაგრამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატუსის გამო, სარალიძის თქმით, მერის თანაშემწეს გაფრთხილება ან შენიშვნაც არ მიუღია. 


,,მე რომ ვინმეს ვაგინო და შემდეგ ბოდიში მოვიხადო, მაპატიებენ? ბოდიში საქმეს არ შველის, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს იმ სიტყვებით, რაც მან სოციალურ ქსელში დაწერა“, - აცხადებს ზაზა სარალიძე

გორის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდას და მის მამას ეხებოდა, მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

Read 1484 times Last modified on Last modified on ივნისი 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი