სარალიძე მერის თანაშემწეზე: ან გამოვიდეს ტყუილი აღიაროს, ან ეგრევე პასუხისგებაში მისცენ

ივნისი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გორის პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს გორის მერის თანაშემწის კახაბერ ბლიაძის გასაჯაროვებულ სიტყვებზე.

,,სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება გორის მერის თანაშემწის კახაბერ ბლიაძის გასაჯაროვებულ სიტყვებზე. არც ზაზა სარალიძეა ანგელოზი და არც მისი ცხონებული შვილი იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება, საიდან დაიწყო ეს ინციდენტი. გამოდის, რომ ინციდენტის შესახებ იცის ამ ადამიანმა რაღაც და საქმის კურსშია რა მოხდა იმ დაწყევლილ დღეს. ან გამოვიდეს ტელევიზიებით და აღიაროს ეს ტყუილი, ან არადა მისცენ ეგრევე პასუხისგებაში", -აცხადებს ზაზა სარალიძე.

ამავე თემაზე: გორის მერის თანაშემწის საქმეზე ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყეს

რადიო ,,მოზაიკამ" მერის თანაშემწეს დღეს სარალიძის საპასუხოდ, კომენტარი სთხოვა, თუმცა პრესსამსახურის შუამდგომლობით განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში განმარტება უკვე გააკეთა.

,, მინდა განმარტება გავაკეთო ჩემს კომენტართან დაკავშირებით. სხვადასხვა ძალების და პირების მიერ ზაზა სარალიძის მდგომარეობის გამოყენებამ გამოიწვია ჩემი გაღიზიანება, რის გამოც კომენტარებში აღელვების ნიადაგზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც შესაძლოა ნაწილობრივ არაკორექტული იყო, რის გამოც ვწუხვარ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, როგორც კახა ბლიაძის პოზიცია აღელვებისა და გაბრაზების ნიადაგზე გამოხატული. დავამატებ იმასაც, რომ მჯერა ამ საქმეზე აუცილებლად დადგება სამართლიანი განაჩენი და ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - წერს სოციალურ ქსელში კახა ბლიაძე.

 

 

Read 1066 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი