Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 08 იანვარი 2018 11:23

გორის ვიცე-მერი: მერიაში ვაკანტური ადგილების შევსება 14 იანვრამდე დასრულდება

Rate this item
(0 votes)

"გორის მერიაში ვაკანტური ადგილების შევსება ძველ ახალწლამდე დასრულდება", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის ვიცე-მერმა გელა კაპანაძემ.

ვაკანსია 11 პოზიციაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 21 დეკემბერს გამოაცხადა. 10 სამუშაო დღის ვადაში, დასაქმების სურვილით, ელექტრონული განაცხადი 70 ადამიანმა შეავსო. გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტის თქმით, მათგან მეორე ეტაპზე 14 ადამიანი გადავიდა. 

"გადარჩევის პროცესი გულისხმობს იმ შეტანილი დოკუმენტაციის შინაარსის შესაბამისობას მოთხოვნებთან, რომლებიც იყო ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. მას შემდეგ, რაც გაადარჩევა დასრულდება, ეცნობებათ შესაბამის პირებს, ვინც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში. ამის შემდეგ გაფრთხილდებიან მეორე ეტაპის შესახებ და დაბარებულები იქნებიან გასაუბრებაზე", - გვითხრა ბატონისაშვილმა. 

მისი თქმით, "ყოველ პოზიციაზე სხვადასხვა კრიტერიუმია დადგენილი. გარდა იმისა, რასაც საქართველოს მთავრობის დადგენილება არეგულირებს. მერის მიერ არის ასევე დადგენილი დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ პოზიციებზე. ასევეა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით და საჯარო სამსახურებში კონკურსის ჩატარების წესის მიხედვით, რომელიც, მთავრობის დადგენილებით არის დამტკიცებული".

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ ეტაპზე, მობილობის პრინციპით დანიშნული, 219 ადამიანი მუშაობს. 

 

Read 2881 times Last modified on ორშაბათი, 08 იანვარი 2018 12:26