ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები დაესწრნენ

ივნისი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების ესწრებოდნენ.

სეპარატისტული რეჟიმების ხელმძღვანელები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ღონისძიებაზე ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები ოფიციალური დელეგაციებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე ისხდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ 11 სახელმწიფოს, კერძოდ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ლიბანის, საუდის არაბეთის, ბოლივიისა და პარაგვაის ლიდერები.

მათ გარდა, ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ყოფილი მაღალჩინოსნებიც, მათ შორის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. ღონისძიება ვლადიმერ პუტინმა და ფიფა-ს თავმჯდომარე ჯანი ინფანტინომ გახსნეს.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ და ავსტრალიამ რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს

Read 1456 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი