Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018 14:18

ბადრი ბასიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თავისივე დანიშნული თანამდებობის პირები ეტაპობრივად გაწირა

Rate this item
(0 votes)

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ბასიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის ცვლილება ქვეყანაში სიღარიბეს ვერ დაძლევს. ის მთავარ ძალას საზოგადოებაში ხედავს და ფიქრობს, რომ დაწყებული საპროტესტო მუხტი არ უნდა შესუსტდეს.

"საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო და ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია. მოგეხსენებათ, რომ ჯერ მთავარი პროკურორი გადააყენეს, შემდგომ მირზა სუბელიანი დააკავეს, გუშინ კი, პრემიერ-მინისტრიც გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მთავრობა გადამდგარია, ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები ეტაპობრივად გაწირა და დაველოდოთ შემდეგ ცვლილებებს. თუმცა, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, აქ არსებულ სიღარიბეს არაფერი აღარ ეშველება. ერთადერთი ბერკეტი, რაც საზოგადოებას გააჩნია, ეს არის  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო სისტემით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი არ შეიცვლება რეალურად“, - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

Read 2083 times