გორის მერის თანაშემწის საქმეზე ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყეს

ივნისი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გორის მერისა და იმ ახალგაზრდების ჯგუფს შორის შეხვედრა, რომლებიც გორის მერის თანაშემწის სამსახურ5იდან გათავისუფლებას ითხოვენ. 

როგორც ერთ-ერთმა  მათგანმა, ირაკლი ჟამურელმა განაცხადა,  მერის თანაშემწე კახა ბლიაძესა და  მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევის თემში ალექსანდრე ბუჯიაშვილის საქმეზე მერიამ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

„ადმინისტრაციული სამართლწარმოება დაიწყო მერიამ. მაქსიმალური ვადა ერთი თვე აქვთ. კარგია, რომ პრაქტიკული ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, თუ რა შედეგით დასრულდება ეს მოკვლევა. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. ჩვენც სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, -  განაცხადა ირაკლი ჟამურელმა

კახა ბლიაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას საზოგადოების ერთი ჯგუფი, 2 ივნისს მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო ითხოვს.

ამ მოთხოვნით, გორის მერსა და ახალგაზრდების ამ ჯგუფს შორის პირველი შეხვედრა 8 ივნისს შედგა.  მერთან შეხვედრაზე ახალგაზრდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუამდგომლობს

Read 855 times Last modified on Last modified on ივნისი 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი