იოსებ მაკრახიძე: გუშინდელ შეხვედრაზე ივანიშვილი საქმიანად იყო გაბრაზებული

ივნისი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარ დეპუტატს გუშინდელ შეხვედრაზე პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის სიბრაზე არ შეუმჩნევია - ამის შესახებ იოსებ მაკრახიძემ რადიო ,,მოზაიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

პარლამენტარი ამბობს, რომ დისკუსიებს ყოველთვის ახლავს ამა თუ იმ მხარის მიერ უკმაყოფილების გამოხატვა, თუმცა ეს არ უნდა შეფასდეს როგორც გაღიზიანება. მისი სიტყვებით, ეს საქმიანი სიბრაზე იყო.

"მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დისკუსიები იყო კვლევებთან დაკავშირებით სხვადასხვა გამომსვლელების მხრიდან, რასაც მოჰყვა შეფასებები. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე ვერ გეტყვით გაბრაზებული იყო თუ არა, ივანიშვილის მხრიდან ეს უფრო საქმიანი გაბრაზება იყო“, - აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

რადიო "მოზაიკა" ამ საკითხზე გორის მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების საპასუხოდ ესაუბრა. 

„მე ესეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს დიდი ხანია და შესაბამისად ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ  საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გუშინ 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილი იყო, შეხვედრაზე მათ საკადრო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ მსჯელობა Unicef-ის კვლევასთან დაკავშირებით გაიმართა და ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.

 

Read 2095 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი