Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018 14:31

დევნილებს და სოციალურად დაუცველებს პროფესიულ კურსებს სთავაზობენ

Rate this item
(0 votes)

ევროპული განათლების აკადემია "ბიდისის" წარმომადგენლები 15 ივნისს, 13:00 საათზე ხურვალეთისა და შავშვების დასახლებას ეწვევიან.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას ახალ შეთავაზებას გააჟღერებენ, რომლითაც იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული კურსების გავლა შეეძლებათ. 


,,მოკლევადიან და გრძელვადიან პროგრამებზე, გავცემთ სერტიფიკატებს და დიპლომს. ფასდაკლებებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, ასევე რამდენიმე კურსის გავლის მსურველს. უკვე გვყავს რამდენიმე გადამზადებული კურსდამთავრებული მსმენელი დასაქმებული ბუღალტერიის, ფარმაციის, საექთნოს და ტურიზმის მიმართულებით.“ - განმარტავს "ბიდისის" აკადემიის ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი.


განათლების ცენტრის ინფორმაციით, დევნილებს და სოციალურად დაუცველებს სწავლა უგამოცდოდ, მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე შეეძლებათ.

Read 1599 times Last modified on ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018 15:07