Print this page
ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018 11:00

გორში საინფორმაციო ტური მოეწყო

Rate this item
(0 votes)

2018 წლის 12 ივნისს, ტურიზმის განყოფილების პროვაიდერი მძღოლებისა და გორში მოქმედი სასტუმროების მეპატრონეებისთვის, ურთიერთთანამშრომლობის გაცნობითი, შიდა საინფორმაციო (ინფო) ტური მოეწყო.

ინფო ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს პროვაიდერი სასტუმროები, გაეცნენ  ტურისტების მომსახურების ხარისხს. მძღოლებმა და სასტუმროების მეპატრონეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმებსა და მეთოდებზე.

ტურის მონაწილეები ასევე სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ და დაათვალიერეს. მუზეუმის ხელმძღვანელმა თინა სოსანიძემ ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე, ასევე შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ტურისტების მოზიდვის საკითხში.

სასტუმროს მეპატრონეები და მძღოლები მათთან ჩამოსულ სტუმარ ტურისტებს მუზეუმს დაათვალიერებენ. ინფო ტურის შედეგები შეაჯამეს: გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ქვათაძემ და ამავე საგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ.

Read 1253 times