იოსებ მაკრახიძე: UNICEF ჰქვია კვლევას, დღეს ეს კვლევა განვიხილეთ და ,,შიდა კუხნაზე" ვიმსჯელეთ

ივნისი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ კრიზისსაც შეეხო - ეს ინფორმაცია გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაადასტურა.

იოსებ მაკრახიძის სიტყვებით, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა შიდა სამზარეულოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და მუშაობის შემდგომი ეტაპები დაგეგმეს. 

,,შიდა კუხნა" იყო ძირითადში, შიგა და შიგ განვიხილეთ და ვიმსჯელეთ დღეს არსებულ მდგომარეობაზე. კვლევებს დაეყრდნენ ძირითადში", - განმარტავს იოსებ მაკრახიძე.

კითხვაზე, თუ რომელ კვლევებს გულისხმობდა, დეპუტატმა ვერ გაიხსენა, მოგვიანებით კი რადიო ,,მოზაიკას" მიერ ნახსენები UNICEF - ზე (გაეროს ბავშვთა ფონდი) მიუთითა და აღნიშნა რომ UNICEF​ -ი კვლევის სახელწოდებაა.

,,კი ეგრე ჰქვია კვლევას, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ", - განმარტა პარლამენტარმა.

Read 40720 times Last modified on Last modified on ივნისი 12 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი