Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 11 ივნისი 2018 14:32

გორის მერია 7350 ლარის ღირებულების საკანცელარიო ნივთებს შეიძენს

Rate this item
(0 votes)

საკანცელარიო ნივთების შესაძენად მერია ტენდერს აცხადებს.

მუნიციპალიტეტი საჭირო ნივთების ჩამონათვალს და მათ ოდენობას ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2700 სავიზიტო ბარათი, 110 ჭიკარტი, ამდენივე მშრალი წებო, 40 ცალი სამაგიდე თითის დასასველებელი ბურთულა და სამაგიდე თაროების შავი ბადისებური მეტალის კომპლექტი-ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესაძენად მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7350 ლარს გადაიხდის.
სატენდერო წინადადება დღეს გამოქვეყნდა და პრეტენდენტ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალება 13 ივნისამდე ექნებათ. შეძენილი საქონლის ადგილზე მიტანა კი 30 ივნისამდე უნდა შეძლონ.

Read 1552 times